|
2021-03-24 12:23:02, 635 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი ჯიმ რიში - საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, თავი დააღწიოს საბჭოთა კავშირის წარსულს
საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, თავი დააღწიოს საბჭოთა კავშირის წარსულს, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს წინაშე არსებულ კრიზისზე, რომელიც რამდენიმეწლიანი დაძაბულობის ზრდისა და ჩავარდნილი რეფორმების კომბინაციას წარმოადგენს, პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება. „1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ, საკმაოდ დიდი პროგრესი შეიმჩნევა დემოკრატიის მშენებლობისა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. მათ ეს გააკეთეს 2008 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ ტერიტორიის მეხუტედი ნაწილის უკანონო ოკუპაციის მიუხედავად. საქართველო ასევე იყო აშშ-ის სანდო პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში და აქვს ამბიცია შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატო-ს. ბევრი ჩვენგანი ორივე მხრიდან მრავალი წლის განმავლობაში მხარს ვუჭერთ საქართველოს. ეს უკვე აღინიშნა, მე და სენატორმა შაჰინმა იქ ვიმოგზაურეთ 2012 წელს და უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ნამდვილად მჯეროდა, რომ ქვეყანაში შემაშფოთებელი მოვლენები იწყებოდა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მივსულიყავით ორივე ბანაკში, არჩევნების შემდეგ დილას, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული ძალის ბანაკში. შევხვდით პარტიის ლიდერებს, ბატონ სააკაშვილს და ბატონ ივანიშვილს. მე პირადად ცხოვრების განმავლობაში 36 არჩევნებს დავესწარი და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში, ამ ბანაკებში სტუმრობისას ისეთივე შეგრძნება მქონდა, როგორც ამერიკის არჩევნებზეა. გამარჯვებული გამარჯვებულად გრძნობდა თავს, ხოლო დამარცხებული დამარცხებულად. ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა მათთან, ისინი ამ დროს მკვეთრ განცხადებებს აკეთებდნენ, როგორც ხდება ხოლმე არჩევნების შემდეგ დილით, მაგრამ შემდეგ ოპტიმისტურად განვეწყე, რადგან ორივე მხარე დათანხმდა შეხვედრას, როგორც ჩვენ მოვუწოდეთ. ასე რომ, თავს კარგად ვგრძნობდით, რომ ეს მოხდა. შემდეგ, როდესაც დრო გავიდა, ჩვენ ოდნავ იმედგაცრულებულები ვიყავით, რადგან სულ უფრო მეტი პოლიტიკური დევნა ხდებოდა. ჩვენ ისევ გამოვდიოდით მოწოდებებით, რომ ეს არ იყო გზა წინსვლისკენ. ამას დაემატა, რომ ბოლო წლებში ვნახეთ, რომ ქვეყანა დაზარალდა დემოკრატიული უკუსვლით. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო უკეთესს იმსახურებს. საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, თავი დააღწიოს საბჭოთა კავშირის წარსულს. ახლა რაც ხდება, ზრდის ოლიგარქის ზეგავლენას მართლმსაჯულებაზე, მედიაზე და ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაზე. დღეს საქართველოს წინაშე არსებულ კრიზისზე, რომელიც წარმოადგენს რამდენიმეწლიანი დაძაბულობის ზრდისა და ჩავარდნილი რეფორმების კომბინაციას, პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ მათი ვალდებულება ქვეყნის წინაშე და გადალახონ უთანხმოება“, - განაცხადა ჯიმ რიშმა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)