01:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 02:08:16, 508 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი რესურსით აღვადგენთ თვითმფრინავებს

„მე გავაჟღერე, რომ პირველი მოიერიშე თვითმფრინავ სუ - 25 -ს, კაპიტალური რემონტით მივიღებდით 2 კვირაში,  ვადა დავიცავით, 2 დღით ადრეც გავარემონტეთ და მას შემდეგ, ჩვენ ყოველ მომდევნო 1 თვეში გვეყოლება კიდევ ერთი ერთეული რეაბილიტირებული  მოიერიშე თვითმფრინავი. ჩვენ დაპირება შევასრულეთ,“ - ამის შესახებ  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მოხერხდა იმ რესურსის მობილიზება, რაც ქვეყანას დაკარგული ჰქონდა.

ასევე ხაზი გაუსვა პროფესიონალების საქართველოში დაბრუნებასა და დასაქმებას.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი რესურსით აღვადგინეთ თვითმფრინავები.  „დელტაში“ და შპს და სს „თბილავიამშენში“ ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ რესურსის მოზიდვა უკან, რაც ქვეყანას დაკარგული ჰქონდა. ზოგიერთი პროფესიონალი საზღვარგარეთ იყო წასული და ეს ექსკლუზიური სპეციალობაა, მარტივი საშოვნელი არ არის. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სრულიად ჩვენი რესურსით აღვადგენთ თვითმფრინავებს. ჩვენ ეს ფუფუნება საქართველოში 30 წელია არ გვქონია“.

თავდაცვის მინისტრმა საუბრისას  ხაზი გაუსვა სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაადგილებისთვის საჭირო ძველი ტექნიკის საუკეთესო ტექნიკით ჩანაცვლებას.

„წარსულს ჩავაბარეთ საბჭოთა მემკვიდრეობა, ე.წ. „კამაზები“ და „კრაზები“, რომლებიც აბსოლუტურად გამოსული იყო მდგომარეობიდან, ჩვენი სამხედროები გადაადგილდებოდნენ კატასტროფული ავტოტრანსპორტით,  გზაში უფუჭდებოდათ და დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდიოდნენ.

ჩვენ  ჩავანაცვლეთ საუკეთესო ტექნიკით, „მანით“ და „ივეკოებით“, რომლებიც არის მსოფლიოს აღიარებული ბრენდები. დაახლოებით 40% , სადაც კრიტიკული სიტუაცია გვქონდა, ჩვენ ყველა ცეცხლი ჩავაქრეთ. 500-იდან 80% უკვე მიღებული გვაქვს, თვის ბოლომდე  მოწოდებას დაასრულებენ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics