|
2021-03-23 14:54:51, 754 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე წლის 23 მარტს, „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პირველი კამპანია არის #შენიმარკა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ და „საქართველოს ფოსტის“ მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. მარკაზე გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირი და „საქართველოს წითელი ჯვრის“ მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ იქცა. საფოსტო მარკის ტირაჟია 10.000 ერთეული, ნომინალი 3+1 ლარი. მარო მაყაშვილის გამოსახულებით გაყიდული მარკიდან მიღებული ერთი ლარი ჩაირიცხება „საქართველოს წითელი ჯვრის“ შემოწირულობის ფონდში. ასევე, „საქართველოს ფოსტა“, როგორც მაღალი სოცილური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია, „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ საჩუქრად გადასცემს 500 ერთეულ საფოსტო მარკას, შესაბამისად, გაყიდვიდან მიღებული თანხა, სრულად მოხმარდება საქველმოქმედო აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს მარო მაყაშვილის დღიურის თარგმნა, რომელიც საფოსტო მარკასთან ერთად გაიგზავნება და გამოიფინება შვეიცარიაში, კერძოდ კი ქალაქ ჟენევაში მდებარე „წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მუზეუმში“ და იქნება მუზეუმში განთავსებული პირველი ქართული ექსპონატი. მემორანდუმის ფარგლებში „საქართველოს ფოსტასა“ და „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის განხორციელდება არაერთი ერთობლივი აქტივობა სოციალური და საქველმოქმედო მიმართულებით.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)