22:47 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 14:38:15, 411 ნახვა

პოლიტიკა
გურამ გურამიშვილი „წითელი ჯვრის საზოგადოებასა“ და „საქართველოს ფოსტას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო

„წითელი ჯვრის საზოგადოებასა" და „საქართველოს ფოსტას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი დაესწრო.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და „საქართველოს წითელი ჯვრის" პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.

მემორანდუმის მიზანია, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს "წითელ ჯვარსა" და "საქართველოს ფოსტას" შორის და ერთობლივი საქმიანობების განხორციელება სოციალური და საქველმოქმედო მიმართულებით.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პირველი კამპანია არის #შენიმარკა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" და შპს "საქართველოს ფოსტის" მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. მარკაზე გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირი და "საქართველოს წითელი ჯვრის" მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ იქცა.

მარო მაყაშვილის გამოსახულებით გაყიდული მარკიდან მიღებული  ერთი ლარი ჩაირიცხება წითელი ჯვრის შემოწირულობის ფონდში. ასევე, „საქართველოს ფოსტა", როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი ორგანიზაცია, „წითელი ჯვრის საზოგადოებასა" საჩუქრად გადასცემს 500 ერთეულ მარკას, შესაბამისად რეალიზაციიდან მიღებული თანხა, სრულად მოხმარდება საქველმოქმედო აქტივობებს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს მარო მაყაშვილის დღიურის თარგმნა, რომელიც მარკასთან ერთად გაიგზავნება და გამოიფინება შვეიცარიაში, კერძოდ კი ქალაქ ჟენევაში მდებარე „წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მუზეუმში" და შინაარსით იქნება მუზეუმში განთავსებული პირველი ქართული ექსპონატი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics