2021-03-23 13:32:20, 639 ნახვა
სამართალი
სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი კი, დაჭრეს, - აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თურქული მედიის ინფორმაციით, დაზარალებულების სახლში ოთხი ადამიანი შეიჭრა, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.
დამატებითი დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან