08:40 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 17:39:53, 612 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - მე არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა, თუმცა გზაც ხსნილია

მე არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა, თუმცა გზაც ხსნილია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან არ წასულა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია პოლიტიკურ სიახლეებს თავად დააანონსებს.

„მე არ გამიგია, რომ „ქართული ოცნებიდან“ ვინმეს წასვლა უნდა, ან გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ გუნდში. თუმცა გზაც ხსნილია, ვინმე თუ ესე გადაწყვეტს, ან თვითონ თუ გადაწყვეტს გახარია პოლიტიკაში აქტიური იყოს, თუნდაც გუნდის შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა მას არაფერი არ განუცხადებია ჯერ, არ მინდა მის ადვოკატად მოგევლინოთ, მერე მოვა დრო და თავად იტყვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics