18:35 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 15:06:07, 1298 ნახვა

ეკონომიკა
TIDA-ს ფარგლებში, ონლაინ სესია - „გრაფების ანალიზი" ჩატარდება

თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში,  ონლაინ სესიების სერია გრძელდება.  შემდეგი სესია 23 და 24 მარტს, 10:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში ჩატარდება. სესიის თემაა: "გრაფთა ანალიზი -  როგორ გამოვიყენოთ კავშირები ანალიტიკაში".

ონლაინ სესიას  თიბისის  მონაცემთა მეცნიერები, ნუცა აბაზაძე და არჩილ კობალაძე გაუძღვებიან.  ორი დღის განმავლობაში, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს შემდეგ თემებზე: რა არის გრაფების ანალიზი, რატომ უწოდებენ მას 21-ე საუკუნის მეცნიერებას, რა ტიპის ტრადიციული ალგორითმები არსებობს და რა მიმართულებით ვითარდება აღნიშნული დარგი. სესიაზე სპიკერები მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებულ პირებს აჩვენებენ,  თუ როგორ შეგვიძლია ამ ალგორითმების გამოყენება და მათი ვიზუალიზაცია.

ორდღიანი სესია  შემდეგ თემებს შეეხება:

23 მარტი:

რომელ ინდუსტრიებში და რა ბიზნესპრობლემების გადასაჭრელად შეგვიძლია გამოვიყენოთ გრაფ ანალიზი;

გრაფის სტრუქტურა და ტიპები;

ტრადიციული გრაფ ალგორითმების ძირითადი ჯგუფები (Pathfinding, Community detection, Centrality/Importance);

გრაფების გამოყენება Machine Learning-ში.

24 მარტი:

Node Embedding;

Graph Neural Networks ;

გრაფ ანალიზის იმპლემენტაციის და ვიზუალიზაცის შესაძლებლობები (Python, Neo4j, PowerBI).

„გრაფების/ქსელების ანალიზს 21-ე საუკუნის მეცნიერებას უწოდებენ, რადგან სწორედ ბოლო ოცწლეულის განმავლობაში გამოიკვეთა მისი გამოყენების საჭიროება მრავალ ინდუსტრიაში. გრაფების ანალიზით ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ ვირუსის გავრცელება, გავზომოთ სოციალურ ქსელში ე.წ. ინფლუენსერების ეფექტი და სხვა", -  ნუცა აბაზაძე.

TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა.  დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ  -https://www.surveymonkey.com/r/LL8L3XQ , რის შემდეგაც ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს  მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა.  TIDA-ს მხარდამჭერია თიბისი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics