|
2021-03-22 11:49:44, 588 ნახვა
ეკონომიკა
2020 წელს რეალური მშპ-ს კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი სასტუმროებისა და რესტორნების დარგებმა შეიტანეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 49 407.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 0.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 2020 წელს წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2020 წელს 6.9 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 10.8 პროცენტით, მშენებლობა – 8.9 პროცენტით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 8.4 პროცენტით, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 7.4 პროცენტით. ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.9 პროცენტით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4.9 პროცენტით. უწყების მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 7.9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების მიმართულებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის მიმართულებით კი 3.6 პროცენტიანი, განათლება – 3.1 პროცენტი, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1.8 პროცენტი, სხვა სახის მომსახურება – 7.1 პროცენტი. ამასთან, შემცირება აღინიშნა შემდეგ დარგებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-37.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-22.3 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-5.6 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-18.9 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-37.9 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-18.4 პროცენტი), მშენებლობა (-4.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-5.0 პროცენტი).
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)