18:35 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 11:31:04, 523 ნახვა

ეკონომიკა
2020 წლის მეოთხე კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 907.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 6.8 პროცენტი შეადგინა.

მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 7.4 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-53.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-26.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-27.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (-3.9 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (7.2 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (6.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (3.7 პროცენტი).

უწყების მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.8 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.0 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.9 პროცენტი), მშენებლობა (10.9 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.0 პროცენტი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics