04:36 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 13:10:19, 1040 ნახვა

სამხედრო
ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდნენ

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და გვარდიის სხვა ხელმძღვანელი პირები  დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ქართველ სამხედროებს საერთაშორისო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა და თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა.

ეროვნული გვარდიის მეექვსე ნაკრები ოცეული ევროკავშირის საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის  დედაქალაქ  ბანგიში, ბაზა MOANA-MPOKO - ზე ასრულებდა. მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. ქვედანაყოფი როტაციის პრინციპით ასევე ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ჩაანაცვლა. საქართველოში დაბრუნებამდე ქართველი მშვიდობისმყოფელები მისიის მეთურმა, ბრიგადის გენერალმა პაულო აბრეუმ მადლობის სიგელებითა და  მედლით - სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის - დააჯილდოვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics