2021-03-20 10:45:35, 724 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 158 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 158 პაციენტი.
აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 277 218 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 269 784 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ამასთანავე, ქვეყანაში კოვიდ19-ს ჯამში 3 691 პაციენტი ემსხვერპლა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან