|
2021-03-19 18:27:14, 732 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დიალოგის გაგრძელება ხელისუფლებაზეა დამოკიდებული
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დიალოგის გაგრძელება ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. როგორც ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა. „ყველამ დაინახა ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები. პრაქტიკულად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ვიყავით მაქსიმალურად მზად, რომ მიგვეღწია შეთანხმებას და მათ შორის გვესაუბრა იმ კომპრომისებე, რომლებზეც ხშირად აპელირებდა „ქართული ოცნება“, საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ყველა საკითხზე, არა მხოლოდ მთავარ საკითხებზე, პრაქტიკულად ყველა საკითხზე მივიღეთ „ქართული ოცნებისგან“ უარი, რამაც გამოიწვია მოლაპარაკებების ჩაშლა. დიალოგის გაგრძელება დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ ისინი მზად არიან დიალოგისთვის, ბუნებრივია ეს დიალოგი შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ თუ იმავე პოზიციაზე რჩებიან, რომ შეთანხმების არც ერთი ნაწილი მათთვის არ არის მისაღები, ბუნებრივია ამ დიალოგის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ამიტომ დაველოდებით დასავლელი პარტნიორების რეაქციას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)