|
2021-03-19 15:42:30, 818 ნახვა
რეგიონი
კულინარიული მასტერკლასები, საკომუნიკაციო ინგლისური და სერვისის გაუმჯობესება - მთიანაჭარაში ტრენინგები იგეგმება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მთიანაჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის ტრენინგებს გეგმავს. სატრენინგო პროგრამა, რომელზეც დეპარტამენტი მუშაობს საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის არსებულ პირობებში ტურისტების უსაფრთხოდ მიღებას, არსებული სერვისების გაუმჯობესებას, ტურისტული პროდუქტების რეკლამასა და ონლაინსივრცეში ეფექტურად წარმოდგენის სწავლებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, იგეგმება საკომუნიკაციო ინგლისური ენის მოკლე კურსის გაგრძელება საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის. მოკლევადიანი კურსი ტურისტული სერვისების შეთავაზებას, გაყიდვას, მომსახურებას და სხვა იმ მნიშვნელოვან თემებს მოიცავს, რომელიც ტურისტულ ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებს ტურისტებთან კომუნიკაციას გაუმარტივებს. აღნიშნული კურსის წინა ეტაპები კურორტ გოდერძისა და სოფელ დანისპარაულში მდებარე სასტუმროების, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა გაიარეს. მთიანაჭარაში ადგილობრივი კერძების წარმოჩენისა და კულინარიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება კულინარიული მასტერკლასები მზარეულებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. მასტერკლასებზე მონაწილეები შეისწავლიან თუ როგორ წარმოაჩინონ აჭარული კერძები ტურისტებთან, როგორ დაგეგმონ, შეადგინონ მენიუ და რა სანიტარულ-უსაფრთხოების ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს კვების ობიექტები. დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე, სემინარებსა თუ მასტერკლასებზე დარეგისტრირება მსურველებს ონლაინ ახალ, ვებ-პლატფორმაზე შეეძლებათ, სადაც ტრენინგების განრიგთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ანხორციელებს.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)