10:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 14:58:29, 596 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს გირაო პატიმრობით შეუცვალა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ოქტომბერში ა.ნ.-მ წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა.

„აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ასევე 12 მარტს ი.უ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.უ. არასრულწლოვან დას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან დაზარალებული ხვდებოდა მასზე ბევრად უფროს და დაოჯახებულ მამაკაცს.

ა.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ი.უ.-ს 11 პრიმა 126 მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით და 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით წარედგინათ.

პროკურატურამ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, მოსამართლემ ი.უ-ს პატიმრობა, ხოლო ა.ნ.-ს გირაო 15 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, სააპელაციო წესით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გაასაჩივრა. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ ბრალდების მხარის საჩივრის საფუძველზე, ბრალდებულ ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics