08:30 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 10:02:53, 503 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვი დილას სიცილით მოკვდება - სალომე სამადაშვილი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს ეხმაურება

ლავროვი დილას სიცილით მოკვდება, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას.

როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ბორელმა ირაკლის თავზე ხელი ცოტა რბილად წამოარტყა, მიშელმა კი საჯაროდ ყური არ აუწია“.

„ამ ამბის მოკლე ისტორია პოპულარულ ენაზე ასე გამოიყურება: ევროკავშირის საგარეო მინისტრი, ესპანელი სოციალისტი, ბორელი ჩავიდა მოსკოვში, დაამცირეს და გამოუშვეს. ბელგიელმა ლიბერალმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მიშელმა გადაწყვიტა ევროკავშირის რეპუტაცია დაეცვა, რუსეთის სამეზობლოში ევროკავშირის მნიშვნელობა ეჩვენებინა, მათ შორის საქართველოში კრიზისის მოგვარებით. ამ დროს, ღარიბაშვილი ჩავიდა ბრუსელში, სადაც ბორელმა ირაკლის თავზე ხელი გადაუსვა საჯაროდ, ისე, ცოტა რბილად წამოარტყა, სასამართლო არ გივარგათო. მიშელმა კი, ბევრი შეხვედრის მიუხედავად, სამწუხაროდ, საჯაროდ ყური არ აუწია, გაუფრთხილდა. ჩამოვიდა სამშობლოში რა „იკა“, გადაწყვიტა მიშელის წარმომადგენელი სახლში ხელცარიელი გაეშვა. ბატონი ბორელი, რომელსაც სულაც არ მიაჩნია, რომ მოსკოვში ევროპა დაამცირეს მისი ვიზიტისას და ვერ გაიგო, რატომ გამოესარჩლა მიშელი, ირონიულად გაიღიმებდა - ვერც მიშელმა დაუმტკიცა რუსეთს, რომ რუსეთის უკანა ეზოში „დიდი ბიჭი“ ევროპააო. ლავროვი კი, დილას სიცილით მოკვდება“, -  წერს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics