2021-03-18 17:03:41, 645 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.3298 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.3252 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.9758 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.9620 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,