03:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 15:36:35, 360 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: მომავალ წლებში, უფრო მეტი მაღალი ხარისხის, მაღალი ღირებულებების თევზის და აკვაკულტურის სხვა პროდუქტის წარმოებას შევძლებთ

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ 2020  წელს, მიღებულია აკვაკულტურის კანონი, საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„აკვაკულტურის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნა არის ის აუცილებელი წინაპირობა, რომ ჩვენ განვავითაროთ ქვეყანაში თევზის წარმოება, თევზის მეურნეობები. დიდი პროგრესი გვაქვს შავ ზღვაზე თევზის ჭერასთან დაკავშირებით და აქ იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, ხდება გადამუშავება, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი საფეხური, ერთი რგოლი  იმ ჯაჭვში, რომელიც, ქვეყანაში, ზოგადად, აკვაკულტურის, მარიკულტურის პროდუქტების განვითარებას ითვალისწინებს.

მხოლოდ სწორი კანონმდებლობის საფუძველზე შეიძლება ამ მიმართულების უკვე სხვა ტიპის მხარდაჭერა. ფინანსური, საგრანტო მხარდაჭერა, თანადაფინანსებები და ტექნიკური დახმარება განახორციელოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ჩვენ მდგრადი გვქონდეს ასეთი ტიპის მეურნეობები.

ახალი კანონი ძალაში შევიდა მიმდინარე წლის იანვრიდან, შეიქმნა შესაბამისად სპეციალური დეპარტამენტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში და ჩვენ უკვე ვმუშაობთ კანონქვემდებარე აქტების მიღებაზე და იმ კონკრეტულ რეგულაციებზე, რომელიც სრულყოფილს გახდის ამ კანონმდებლობას და მისცემს ბიზნესს საშუალებას, რომ ამ მიმართულებით სწორად განახორციელოს ინვესტიციები. დაინტერესება არის საკმაოდ დიდი. ამას, რა თქმა უნდა, თან დაერთვება სხვადასხვა რგოლი, როგორიც არის ლაბორატორიული კვლევა, ტექნიკური დახმარება, რაც ძალიან რთულია. გვესმის, რომ ბიოვეტერინარული მიმართულებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი ჩამორჩენა, მაგრამ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ისე დაინტერესებულ კერძო ინვესტორებთან და ვფიქრობთ, რომ 2021 წელი აკვაკულტურის პროექტების განხორციელების მიმართულებით იქნება გარდამტეხი და მომავალ წლებში უფრო მეტი მაღალი ხარისხის, მაღალი ღირებულებების თევზის და აკვაკულტურის სხვა პროდუქტის წარმოებას შევძლებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics