00:23 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 12:58:49, 392 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი ირაკლი კობახიძეს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ხვდება.

აღნიშნული შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკურ მხარეებს შორის დანიელსონის მედიაციით შეხვედრა გუშინაც გაიმართა.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, გუშინდელ აუდიენციაზე რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვა არ მომხდარა. მათივე თქმით, აღნიშნულ მოთხოვნაზე მსჯელობა დღეს გაიმართება.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. მისი მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics