20:18 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 11:45:52, 403 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებს გამარტივებულ და კომფორტულ პროდუქტებსა თუ სერვისებს სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებს კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ პროდუქტებსა თუ სერვისებს სთავაზობს.

ბიზნეს ოპერაციების გასამარტივებლად და B2B პროგრამაში საჭირო საბანკო სერვისების გამოყენების მიზნით, ბანკი მომხმარებელს API (Application Programming Interface) სერვისებს სთავაზობს.

„აღნიშნული სერვისების დახმარებით მომხმარებელს შეუძლია თავიდან აიცილოს რუტინული ოპერაციები და პროცესების ავტომატიზაციის ხარჯზე მას ბევრად ნაკლები დრო მოახმაროს. ბიზნეს ინტერნეტბანკის სხვადასხვა ფუნქციონალის გამოყენება უკვე ბიზნესის სამუშაო პლატფორმაშია შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლის გარეშე საფინანსო / საბუღალტრო / საწარმოს მართვის პროგრამაში საბანკო ოპერაციების მარტივად შესრულების შესაძლებლობას მისცემს. API-სერვისების გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი სამუშაო პროგრამაშივე შეძლებს შემდეგი საბანკო ოპერაციების შესრულებას: ინდივიდუალური და პაკეტური გადარიცხვის დოკუმენტების შექმნა/გაუქმება (როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში); უკვე შექმნილი დოკუმენტების სტატუსებისა და მიმდინარე დღის აქტივობების შემოწმება. ჩაშენებული ფუნქციონალის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ამონაწერის გენერაცია (ამონაწერზე ზოგადი ინფორმაცია, პირველი 1000 ჩანაწერი, გლობალური და ყოველდღიური ნაშთები, ჩანაწერები მითითებულ გვერდზე) და მიმდინარე ნაშთების საკუთარ სამუშაო პლატფორმაში დანახვა. API სერვისების მეშვეობით ასევე მოხდება საბალანსო უწყისის და ვალუტის კურსების (ეროვნული ბანკის კურსი, კურსების ისტორია, ბანკის კომერციული კურსი) მომხმარებლის პირად სამუშაო პლატფორმაში განთავსება“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის ხელშესაწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. მომხმარებლისთვის წარვადგინეთ API სერვისი, რომლის დახმარებითაც საბანკო ოპერაციების შესრულება ინტერნეტბანკში შესვლის გარეშე, მომხმარებლისთვის ხელსაყრელ პროგრამაშია შესაძლებელი. API-ის ინტეგრაციით ამიერიდან კომპანიებს აღარ მოუწევთ ორმაგი შრომა რუტინული ოპერაციების შესასრულებლად. გაუმჯობესებული UX-ი კი საგრძნობლად შეამცირებს გარკვეული ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო დროს, რაც დღესდღეობით დიდი კომფორტი და საჭიროებაა ნებისმიერი ადამიანისათვის. საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული, განახლებული სერვისების უზრუნველყოფას და ამ კუთხით ბიზნესს კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საბანკო სერვისების გააქტიურება უფასოა და შესაძლებელია bonline.ge-დან, პროგრამებში: ბალანსი, SAP Business One, 1C, ორისი, ფინა, ინფო ბუღალტერი, ინფო საწარმო, FMG მარკეტი, FMG დისტრიბუცია, აპექს ბუღალტერია, Dariex-ის ERP პროგრამა და SuperFin.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics