|
2021-03-17 17:31:59, 554 ნახვა
პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში იაპონიის ელჩს იმამურა აკირას შეხვდა. მინისტრმა დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. იაპონიის მხარესთან მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა და მაღალტექნოლოგიური ონკოლოგიური სერვისების დანერგვაა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და საელჩოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის. მინდა გამოვყო იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელიც გათვალისწინებულია COVID-19-ზე რეაგირების პროექტების განსახორციელებლად, კერძოდ, პერსონალური დაცვის საშუალებებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. იაპონიის საელჩოსა და სამინისტროს აქტიური თანამშრომლობით მომზადდა საგრანტო განაცხადი/საჭიროებების კვლევა 2 მილიონიან პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული გრანტის მიღების შემთხვევაში მოგვეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობის გაძლიერების შესაძლებლობა. ასევე მინდა აღვნიშნო ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამის ფარგლებში იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დეფიბრილატორებისა (110 ერთეული) და ელექტრო კარდიოგრაფების (155 ერთეული) შეძენას”-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოში იაპონიის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ იაპონიის საელჩომ საგანგებო სიტუაციების ცენტრს მაღალი გამავლობის 4 რეანიმობილი გადასცა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებში (თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. იაპონიის ელჩმა თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)