01:14 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 15:50:20, 463 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - მოლაპარაკება შესაძლოა დასრულდეს ისე, რომ თემების განხილვამ პარლამენტში გადაინაცვლოს

მოლაპარაკება შესაძლოა დასრულდეს ისე, რომ თემების განხილვამ პარლამენტში გადაინაცვლოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეუძლებელია.

„მე არ ვიტყოდი, რომ აქეთ-იქით სიარულია, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს თემა გაცილებით უფრო სერიოზულია მსოფლიოსთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის, ვიდრე შესაძლოა ერთი შეხედვით წარმოგვედგინოს, როდესაც ვსმჯელობთ რომელი პარტიის რა წარმომადგენელი რა განცხადებას აკეთებს.

ეს ყველაფერი შესაძლოა დასრულდეს იმით, რომ ამ თემების განხილვამ გადაინაცვლოს პარლამენტის ფორმატში. თუკი ვინმეს რაიმეში ეჭვი ეპარება, კატეგორიულად მიუღებელია იმის შეთავაზება საზოგადოებისთვის, არასწორი ინფორმაციისა, რომ თითქოს საგამოძიებო კომისია ვერაფერს განაპირობებს, თუნდაც ოპოზიციის ხელმძღვანელობის პირობებში, თუკი რიგგარეშე არჩევნებზეა საუბარი, ამას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც არ იქმნება პარლამენტს მიღმა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics