|
2021-03-17 13:44:23, 425 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დღეს, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინა მედიის წინ ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა გაიკეთა და მედიკოსებს აცრისკენ მოუწოდა. ვაქცინაცია დღეს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბოლნისის რაიონული სამსახურის მენეჯერმა ხათო ლობჟანიძემ, სასწრაფოსა და კლინიკის რამდენიმე ექიმმაც გაიკეთეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ,,ასტრაზენეკას“ 500 დოზა ვაქცინა 14 მარტს მიიღო, რომელიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დასაწყობდა. ვაქცინაციას პირველ ეტაპზე მედპერსონალი და სხვა რისკ ჯგუფები ჩაიტარებენ. ,,დღეს, 17 მარტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაიწყო კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომელიც არის კორეული წარმოების. პირველ ეტაპზე ვაქცინა განკუთვნილია და პრიორიტეტულ ჯგუფს წარმოადგენს მედპერსონალი. დღეს ავიცერი, მტკივნეული ნამდვილად არ არის, თავს ვგრძნობ კარგად. ჩემთან ერთად აიცრა მედპერსონალის ნაწილი, ნაწილი კი აიცრება თანმიმდევრულად. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მედპერსონალს ვაქცინაცია ჩაიტარონ აუცილებლად, იმიტომ, რომ ეს არის ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი და ამის გარეშე ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ“,- განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)