2021-03-16 17:07:26, 1796 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 381 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 126 ქვეყანაში მიმდინარეობს.
მათივე მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ამ ეტაპზე 381 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე აიცრა.
გამოცემა იტყობინება, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 9.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან