2021-03-16 17:01:48, 510 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.3205 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.3204 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.9660 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.9609 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან