2021-03-16 16:27:27, 1734 ნახვა
ომი უკრაინაში
სალომე ზურაბიშვილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 18 მარტს აიცრება
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 18 მარტს აიცრება.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.
პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან