|
2021-03-16 15:05:31, 591 ნახვა
ეკონომიკა
„ფინტექ ჰაკათონის“ გამარჯვებული ცნობილია
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ფინტექ ჰაკათონს უმასპინძლა. „FinTech Integrator" -ში 4 მონაწილით დაკომპლექტებული 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის სტუდენტები. ჰაკათონის დასასრულს გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გუნდმა „იპოთეკური სესხის კალკულატორი" წარადგინა, რაც უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად შეფასებას გულისხმობს. პროექტის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების შეფასება რამდენიმე წამში მოხდეს. ღონისძიების მთავარ მიზანს ფინტექ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და სფეროთი დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერა წარმოადგენდა. ფინტექ ჰაკათონი „ინიციატივა 5.0“-ის ფარგლებში განხორციელდა. მონაწილეებმა ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ახალ ციფრულ პროდუქტებზე და მათი სამუშაო პროტოტიპების შექმნაზე იმუშავეს. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ფინანსების მიმართულებით მოწინავე კომპანიების ტრენინგებს და ვებინარებს, მათ შორის: Savvy, თემატიკით: „დღევანდელი მსოფლიო ტენდენციები ფინტექში“, QuickCash - „გოგონები FinTech-ში“, Optio AI - „FinTech ტენდენციები საქართველოში“, და Emoney - „რა სჭირდება FinTech სტარტაპს წარმატებისთვის“. „ფინტექი საქართველოს ბანკის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც ღია ბანკინგის (Open Banking) დანერგვის ფარგლებში შეიქმნა. საქართველოს ბანკი პირველია, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის საკუთარი პროგრამა წარადგინა. ჩვენი მიზანია ჰაკათონის მხარდაჭერითა თუ სხვა აქტივობების ხელშეწყობით წავახალისოთ საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვა და ამ გზით ვუზრუნველყოთ მომხმარებლისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება. მინდა მივულოცო გამარჯვებულ გუნდს და წარმატება ვუსურვო ჰაკათონის ყველა მონაწილეს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო ინოვაციების მენეჯერმა, გიორგი კინწურაშვილმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი აქტიურად არის ჩართული „ინიციატივა 5.0“-ში და BTU-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ასევე ახორციელებს ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ფინტექ მოდულის განახლებასა და ახალი კომპონენტების ჩაშენებას.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)