02:09 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 14:01:47, 491 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იოსელიანი - როგორც აღმოჩნდა, თავდასხმა მარტო ალეკო ელისაშვილზე შეიძლება, მასზე, ასე ვთქვათ, ხსნილია

ვიდრე მოლაპარაკების პროცესი მიდის, ზედმეტი თავდასხმებისგან ოპოზიციაზე თავი შეიკავეთ, როგორც აღმოჩნდა, მარტო ალეკოზე შეიძლება, მასზე, ასე ვთქვათ, ხსნილია, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„საარჩევნო რეფორმაზე მინდა ორი სიტყვა მოგახსენოთ. ნამდვილად მეამაყება, რომ ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი ვარ იმ დოკუმენტის, რომლის ინიცირებაც მოხდა პარლამენტში. მიმაჩნია, რომ ის საარჩევნო რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, რის გამოც შემოვედით პარლამენტში, არის საშვილიშვილო, საშვილიშვილოდ გამოასწორებს ბევრ პრობლემას, რომელიც ამ ქვეყანაში იყო დაგროვილი.

მიმაჩნია, რომ ამ რეფორმის შემდეგ არჩევნები იქნება ბევრად უფრო გამჭირვალე და ჩვენი მოქალაქეებისთვის არჩევნების შემდგომი დღე აღარ იქნება ერთმანეთთან დაპირისპირების საფუძველი. აქ ჰეითერობაზე იყო საუბარი და ვიზიარებ სრულიად ამ პათოსს, რადგანაც სწორედ ამ სიძულვილის ენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ევროკავშირის ჩართულობითაც კი, აშშ-ის ჩართულობითაც კი გვიჭირს ქართველებს ერთმანეთთან საუბარი და საერთო ენის გამონახვა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შევიკავოთ, ვიდრე ასეთი მძიმე მოლაპარაკებების პროცესი მიდის, ზედმეტი თავდასხმებისგან ოპოზიციაზე. აი, მარტო ალეკოზე შეიძლება, როგორც აღმოჩნდა, რადგანაც ის აქ არის და მასზე, ასე ვთქვათ, ხსნილია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics