02:10 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 13:22:36, 462 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - თორნიკე რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის, ნამუსი არ შეაწუხებს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ბათუმში 19 სართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც ბათუმის ბულვარში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, მზად არიან დედაქალაქში ჩამოვიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარეს ნებისმიერ ფორმატში შეხვდნენ.

„ბათუმში გახლდით. ბათუმში ყველამ ვიცით, რომ მიდის გაშმაგებული მშენებლობები. თავისთავად მშენებლობა და განვითარება კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია ქაოსი, უპატრონობა და განუკითხაობა. ბათუმის გენგეგმა ღმერთმა უწყის მერამდენედ ჩავარდა, 1 კვირის წინაც ჩავარდა. გენგეგმა ჩავარდა, მაგრამ მშენებლობები არ ჩერდება და მიდის და მიდის კოსმოსში კორპუსები. ვისაც რაც უნდა იმას აშენებს, სადაც უნდა იმას აშენებს, როგორც უნდა ისე აშენებს და კაცი მომკითხავი არ არის.

ბათუმში ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის მე-19 საუკუნის ბოლოს გაშენებული ბულვარი, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ  არაფრის აშენება არ შეიძლება, არადა 19 სართულიანი კორპუსი შენდება. სამი თვეა ბათუმელები აპროტესტებენ. სამი თვეა მათ ყურს არავინ არ უგდებს, როგორც ჩანს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის, არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი. სამი სართულის ნებართვა გაიცა იმ ადგილას და სამი უკვე 19-მდე ავიდა. როგორც ჩანს საკრებულო აბსოლუტურად ნომინირებულია ბათუმში, მერია ნომინალურია, უმაღლესი საბჭო საერთოდ არაფერს არ აკეთებს.

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო არჩილ, მსურს თქვენ გადმოგცეთ ჩემი და ქუჩაში მდგომი ბათუმელების თხოვნა, ნებისმიერი ფორმატით პარლამენტში დავნიშნოთ შეხვედრა, რომ ადამიანებმა წარმოადგინონ არგუმენტები კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ, ვინაიდან ძეგლში მშენებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოვუსმინოთ  მათ, ეს ადამიანები მზად არიან, რომ ჩამოვიდნენ და საკუთარი არგუმენტები გააცნონ მთელ საზოგადოებას. ბათუმი სადღაც გადაკარგულში ხომ არ არის, თითოეული ჩვენგანის წუხილი და ჯერჯერობით თითოეული ჩვენგანის სიამაყეა, სანამ ბოლომდე დაგვიკარგავს ამ ქაოტური და აღვირახსნილი მშენებლობებით“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics