05:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 12:49:10, 382 ნახვა

კომენტარი
სილვიუ დომენტე: პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს ექთნების როლის გაზრდასა და სერვისების ჰარმონიზაციას სოფელსა და ქალაქში

პირველადი ჯანდაცვის განახლებული სერვის პაკეტის ძირითადი მიზნებია: ციფრული ჯანდაცვის სერვისების გამოყენების გაფართოება, პირველადი ჯანდაცვის, როგორც კონტაქტის პირველი რგოლის გაძლიერება, ოჯახის ექთნის როლის გაზრდა , ინდივიდუალური რისკის შეფასება  და ქრონიკული დაავადებების მართვა. კერძოდ, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისების დანერგვა პაციენტის უკეთესი თვით მართვის მიზნით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიუ დომენტეს განცხადებით პირველადი ჯანდაცვა,  თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია.

„დღეს ჩვენ დავესწარით პირველადი ჯანდაცვის საბჭოს ისტორიულ სხდომას, სადაც წარმოდგენილ იქნა საქართვლოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ე.წ. საგზაო გეგმა,  რომელიც არის იმ ექსპერტთა ჯგუფის სიღრმისეული ანალიზის შედეგი, რომლებიც  ამ გეგმის  შემუშავებაზე მუშაობდნენ. ეს არის ერთობლივი ჯგუფი, რომლის წევრები არიან გამოცდილი ქართველი ექსპერტები. ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტებიც. რა თქმა უნდა, მანამდე განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაო. მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის გადადგას სათანადო ნაბიჯები და დაიწყოს ეს რეფორმა. ეს არ არის უბრალოდ სერვისების ჩამონათვალი, ეს არის საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ახალი ფილოსოფია, ვინაიდან ეს რეფორმა სცილდება მხოლოდ პაკეტის გადახედვას. ის ითვალისწინებს სრულიად ახალ მიდგომას, ექთნების როლის გაზრდასა და სერვისების ჰარმონიზაციას სოფელსა და ქალაქში. დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელდა სათანადო ანალიზი, შემუშავდა დეტალური საგზაო გეგმა  და დადგა რეფორმის განხორციელების დრო“-ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა. 

უწყვეტი სამედიცინო დახმარება და  მოსახლეობის ჯანმრთელობის მართვა ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია!





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics