2021-03-16 10:54:06, 1684 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 128 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 128 პაციენტი.
აღნიშნული ინფორმაცია, მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 275 685 პირია დაინფიცირებული, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი საერთო რაოდენობა 268 693 -ია.
საქართველოში ლეტალურ შემთხვევათა რიცხვი 3 658-ს შეადგენს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან