2021-03-15 17:04:26, 569 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.3204 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.3232 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.9609 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.9606 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან