|
2021-03-15 14:24:24, 513 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ მედიაციის პროცესში ყველაზე კონსტრუქციული „ქართული ოცნება“ იყო
როგორც არ უნდა დასრულდეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, საბოლოო ჯამში, ხალხი გაიგებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ნებისმიერი შეთანხმებისთვის მზადაა. „კარგი ნიშანია ის, რომ მედიატორი დარჩა. გუშინ, დღის ბოლოს ჩვენ გვქონდა შეხვედრა, დაგვემშვიდობა და ფიქრობდა უკვე წასვლას, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ოპოზიციასთან საუბრის პოტენციალი კიდევ არის. ყველა ჩვენი შეთავაზება ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს, რომ ეს იყოს სამართლიანი და ეს იყოს ისეთი შეთანხმება, რომელიც სჭირდება საქართველოს. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ ნებისმიერი შეთანხმებისთვის მზად ვართ. იმედია, დღეს წარმატებული დღე ექნება ჩვენს მედიატორს და შეთანხმება შედგება. როგორც არ უნდა დასრულდეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი გაიგებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული. იგივე გზავნილი გვაქვს შარლ მიშელისთვის, მათ შორის პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)