20:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 14:10:30, 437 ნახვა

ეკონომიკა
საგრანტო ხელშეკრულება GITA - სა და კომპანია Cardeal.ge - ს შორის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა Cardeal.ge -მ მიიღო. საავტომობილო პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს პირადი ქარდილერის მომსახურებას, რომელიც გულისხმობს მანქანის პროფესიონალურ შეფასებასა და აუქციონის წესით 30-40%-ით დაბალ ფასად შეძენას.ონლაინ პლატფორმაასევე ემსახურება იმ პირებს, რომლებიც რეგულარულად დაკავებულები არიან ავტომობილების იმპორტით და ტრანსპორტირებაზესთავაზობს სპეციალურ შეღავათიან პირობებს, აძლევს წვდომას სადილერო აუქციონებსა და ექსლუზიურ ინვენტარზე.

უახლოეს მომავალში სტარტაპი გეგმავს გაფართოებას და დამატებით 100-მდე ამერიკული სადილეროსჩართვას პლატფორმაში, რაც ჯამში დამატებით თვეში 40,000 დაუზიანებელ მანქანას შესთავაზებს მომხმარებელს. ასევე ამუშავდება ინდივიდუალური რეკომენდაციიების ფუნქცია, რომლის ალგორითმიც ითვალისწინებს მომხმარებლის პირად მოთხოვნებსადა მათზე მორგებული ვერსიების შეთავაზებას.

Cardeal.ge-ის მიღებული აქვს GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი და 500Startups-ის პროგრამის ფარგლებში,როგორც სწრაფად მზარდი სტარტაპი,ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც 2021 წელს სილიკონ ველიზე გაემგზავრება.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics