07:52 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 12:36:36, 419 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - მთავარია, რომ ოპოზიციის განწყობა ორიენტირებული იყოს შეთანხმების მიღწევაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ახლა მთავარია, რომ ოპოზიციის განწყობა ორიენტირებული იყოს შეთანხმების მიღწევაზე.

მისი თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულება მოლაპარაკებებისადმი კონსტრუქციული არ ყოფილა.

„რაც შეეხება ინიციატივას, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდეს, იმედი მაქვს, შედეგიანი აღმოჩნდება და რეალურად გადაიდგმება ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან საიმისოდ, რათა შეთანხმება შედგეს. ეს არის ამ წუთას მთავარი, რომ ოპოზიციის განწყობა იყოს ორიენტირებული შეთანხმების მიღწევაზე. საკითხს იმასთან დაკავშირებით პრემიერი უშუალოდ რა ინფორმაციას მიაწვდის ვიზიტის დროს ევროპელ კოლეგებს, ალბათ, ეს იქნება ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ან იმ გარემოებების შესახებ, რაც მისი ხედვით შეიძლება აბრკოლებდეს ამ მოლაპარაკებების პროცესს.

ამ შემთხვევაში შეთავაზება, რომელიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან საკმარისი რესურსი აქვს ამ პირობებს, რომ რეალურად შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ მათი დამოკიდებულება იმთავითვე არ ყოფილა კონსტრუქციული და ეს მოცემულობა ჩემი აზრით, გრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics