07:52 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 12:16:17, 398 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ხელისუფლებას უნდა გამოეჩინა პასუხისმგებლობა, რომ პრემიერი ბრიუსელში ცარიელი ხელებით არ წასულიყო

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებას უნდა გამოეჩინა პასუხისმგებლობა და პრემიერი ბრიუსელში ცარიელი ხელებით არ უნდა წასულიყო.

ბაქრაძე საუბრობს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების ვადებზე და აღნიშნავს, რომ პროცესი დროში არ უნდა გაიწელოს.

„პრემიერის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი ბუნებრივი ვადა, როცა საკითხი უნდა გადაწყდეს. კარგი იქნებოდა, რომ ხელისუფლებას გამოეჩინა პასუხისმგებლობა და პრემიერი ბრიუსელში ხელმოწერილი დოკუმენტით წასულიყო და არა ცარიელი ხელებით. მაგრამ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი პარტნიორები ამის მიუხედავად აგრძელებენ მოლაპარაკებებს. შეთანხმებისთვის გონივრული ვადა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პროცესი ვერ გაიწელება განუსაზღვრელად. მხარეებმა არ უნდა გამოიყენონ დროის გაწელვა როგორც ტაქტიკად და პროცესი კონკრეტულ ვადებში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics