|
2021-03-12 18:40:42, 844 ნახვა
ეკონომიკა
„თი ბი სიმ“ ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობა შეაჯამა
თიბისის, როგორც ჭადრაკის მხარდამჭერისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მეგობრის ინიციატივით, სრულად განახლდა ფედერაციის ვებ-გვერდი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ესტუმრონ ვებ-გვერდს შემდეგ მისამართზე https://gcf.org.ge/ და გაეცნონ ჭადრაკში მიმდინარე ამბებს და სიახლეებს. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ არაერთი ინიციატივა განხორციელდა. ციფრულმა მედია პლატფორმა - Movement-მა, საქართველოში ჭადრაკის განვითარებისა და მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ, საგანმანათლებლო ვიდეო მოამზადა. ვიდეოს მიზანი ახალ თაობაში ჭადრაკის პოპულარიზაციაა. ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ - საქართველო - საჭადრაკო ქვეყანა. თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, თიბისის სტიპენდიატების სიას 7 ახალგაზრდა მოჭადრაკე შეუერთდა, რომელიც სრულწლოვანობამდე ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს. საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. სპორტის ამ სახეობის ისტორია, არაერთ მნიშვნელოვან ფაქტსა და სახელს აერთიანებს. თბილისში პირველი ოფიციალური საჭადრაკო წრე 1877 წელს შეიქმნა. საბჭოთა პერიოდში, 1980-82 წლებში, ქართველი ქალების (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი) გუნდმა, ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა. ასევე აღსანიშნავია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოპოვებული გამარჯვებები: 1992 წელს ქალთა ნაკრებმა (მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, კაპიტანი - ნანა ალექსანდრია) მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. შემდგომში „ოქროს ნაკრებად“ წოდებულმა გუნდმა, კიდევ ორჯერ მოიპოვა ვერა მენჩიკის სახელობის თასი. 2003 წელს ზურაბ აზმაიფარაშვილმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, 2008 წელს კი საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. 2011 წელს ბაადურ ჯობავამ სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2015 წელს საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2017 წელს ნანა ძაგნიძემ ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე და ამავე წლის ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა. 2017 წელს თბილისმა - ჭადრაკის მსოფლიო თასს, 2018 წელს კი ბათუმმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 185 ქვეყნის 4000 სტუმარს უმასპინძლა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და მემკვიდრეობა.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)