|
2021-03-12 17:23:18, 482 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ვიდრე ძირითადი კვლევების ხელახალ, საჯარო, ღია გადამოწმებას არ გავაკეთებთ, „ნამახვანი ჰესის“ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება
„ნამახვანი ჰესის" ძირითადი ნაგებობების - კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება, ვალიდაცია - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც საქართველოს მთავრობის, ექსპერტების, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ. „რიონის ხეობის დამცველების" წარმომადგენლების მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის" ხელშეკრულებისა და მიწის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა, შეხვედრა ოპონენტებმა ჩაშალეს. ნათია თურნავას ინფორმაციით, „ნამახვანი ჰესის" მშენებელ კომპანიასთან რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით შედგა შეთანხმება, მათ შორის დამატებით კვლევებამდე ძირითადი ნაგებობების მშენებლობის საკითხზე. „მიუხედავად იმისა, რომ „ნამახვანის პროექტი" ერთ-ერთი კარგად შესწავლილი პროექტია, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული, უამრავი კვლევა ჩატარდა და განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენმა უწყებებმა დამატებით ბევრი კვლევა ჩაატარეს, იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი საბოლოოდ მოიხსნას. რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას, კვლევების თვალსაზრისით საიმედოობას. ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, ვიდრე ჩვენ არ გავაკეთებთ პრინციპული რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალ გადამოწმებას, ვალიდაციას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი, ამ კვლევებისთვის სახელმწიფო თავად დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველ სპეციალისტებს. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს საუბარს იმაზე, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა პროექტის შესწავლა. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, მათ შორის გზის სამუშაოებს, რომელიც შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს და სხვა კომპონენტებს, არა ისეთ კომპონენტებს, რომლებიც შეეხება კაშხალს და წყალსაცავს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. მაგრამ მთავარი, რაც იწვევს კითხვებს - კაშხალი და წყალსაცავი, მათი მშენებლობა არ დაიწყება, სანამ ჩვენ ამ კვლევების ხელახალ, საჯარო, ღია გადამოწმებას არ გავაკეთებთ თქვენი ჩართულობით", - აღნიშნა მინისტრმა
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)