|
2021-03-12 12:21:15, 416 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მინდა დავადასტურო მზაობა, რომ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს
მინდა დავადასტურო მზაობა, რომ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ინტერესი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის. „ბატონი კრისტიან დანიელსონი საქართველოში იმყოფება ვიზიტით, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო გულწრფელი მადლიერებით მიშელის ჩართულობა ამ პროცესში, მოგეხსენებთ, რომ შარლ მიშელის ჩართულობა არ არის სისტემური და ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და ჩვენი ქვეყნის მიმართ მის და ევროკავშირის ინტერესს ადასტურებს, ხაზს უსვამს, თუ რაოდენ ეს არის ნდობის გამოხატულება ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, როგორც ხელისუფლებას, ასვეე ოპოზიციას და ჩვენ ასეთივე პათოსით, სულისკვეთებით, პასუხისმგებლობით უნდა ვუპასუხოთ. მინდა გამოვხატო სრული მზაობა და დავადასტურო ჩვენი გუნდის და პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული ხმარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ეს არა ერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთნ შეხვედრის დროს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)