21:56 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 23:02:50, 459 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველო ყურადღებას უთმობს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ფინალურ ეტაპზე დღეს მხოლოდ ორმა სტარტაპმა გაიმარჯვა, მიგვაჩნია, რომ ყველა კომპანია, რომელიც ფინალამდე მოვიდა, გამარჯვებულია - მათ, ერთი მხრივ, გავლილი აქვთ ინტენსიური აქსელერაციის პროცესი, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო და ბიზნესი მათ მხარში უდგათ, რათა მათ საკუთარი პროექტები უფრო მეტად განავითარონ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში ჟურნალისტებთან საუბრისას პროგრამის 500Georgia - ის ფინალური ეტაპის დასრულებისა და გამარჯვებული სტარტაპერების გამოვლენის შემდეგ.

500Georgia  პროგრამის მონაწილე ორი  სტარტაპი Payze და Agrolabs სილიკონ ველიზე (Silicon Valley) გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან აქსელერაციის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე გადასული 10 სტარტაპიდან აარჩიეს. აღსანიშნავია, რომ ფინალში წარმოდგენილი 10 სტარტაპიდან 4 უცხოურია. ისინი ლატვიაში, უკრაინასა და ესტონეთშია დაფუძნებული. 500Georgia პროგრამას საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური სტარტაპ აქსელერატორი 500 Startups - ი ახორციელებს, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში შემოვიდა საქართველოში.

"საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში მთელი რიგი პროგრამები დაინერგა. სტარტაპ ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აქსელერაცია. შარშან, საკმაოდ რთულ პერიოდში ჩვენ საქართველოში შემოვიყვანეთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups - ი. შემოსული 100 განაცხადიდან მასთან თანამშრომლობით  შეირჩა საუკეთესო სტარტაპები, რომელმაც ძალიან ინტენსიური აქსელერაცია სწორედ 500 Startups - ის მენტორების და ექსპერტების დახმარებით გაიარეს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან  - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2500–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი "Unicorn" სტარტაპები, როგორებიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk, Intercom, GitLab, Grab და Bukalapak. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც აქსელერაციის და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მშენებლობით მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics