|
2021-03-11 16:21:06, 713 ნახვა
კომენტარი
DRI - „ტვ. პირველში“ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუშვებელია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ტელეკომპანია პირველში“ საგამოძიებო მოქმედების (ამოღება) ჩატარების თაობაზე გაცემულ განჩინებას ეხმაურება. DRI აღნიშნავს, რომ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად შეზღუდავს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას. „შემაშფოთებელია გენერალური პროკურატურის მიერ TV პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევის მუხლით და საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მაშინ როდესაც სრულიად უგულებელყოფილია გავრცელებულ ჩანაწერებში მაღალი პოლიტიკური გავლენის მქონე პირთა მიერ სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები. რაც აღრმავებს საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით მოქმედების თაობაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინება გაცემულია არა 2021 წლის 6 მარტს, გადაცემაში გასული ინფორმაციის ამოღების თაობაზე, არამედ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემულ (გაგზავნილ) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობისა და აღნიშნული მოწყობილობის გადასაგზავნად გამოყენებულ კონვერტზე (ან სხვაგვარ შეფუთვაზე). აღნიშნული ფორმულირება, საქმის კვალიფიკაციასთან ერთად, ბადებს ეჭვს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონფიდენციალური წყაროს ვინაობის დადგენის მიზანი ამოძრავებს. ეს მსუსხავ ეფექტს იქონიებს სამომავლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გაშუქების ფაქტებზე. DRI აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულია ჟურნალისტის უფლება, არ გასცეს საკუთარი წყაროს ვინაობა. ჟურნალისტს ასევე არ ეკისრება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოწმედ გამოცხადებისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება,. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, დაცულია არა მარტო ანონიმური წყარო, რომელიც ეხმარება პრესას საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე ხალხის ინფორმირებაში, არამედ აღნიშნული ინფორმაციის მომპოვებელი/გამავრცელებელი ჟურნალისტიც. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განჩინება არის დაუსაბუთებელი, და იქონიებს მნიშვნელოვან მსუსხავ ეფექტს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გაშუქების ფაქტებზე“, - აცხადებენ „დიარაიში“.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)