2021-03-11 14:18:29, 484 ნახვა
სამართალი
„ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ხმაურია.
ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მიეცა.
აქციის მონაწილეებს სიმბოლურად, ადგილზე მიტანილი ჰქონდათ სათამაშო პუდელი, რომლის დადებასაც „ქართული ოცნების“ ოფისთან აპირებდნენ. ამის საშუალება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
აღნიშნულ ფაქტს აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,