21:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-10 14:12:19, 3042 ნახვა

ეკონომიკა
საუკეთესო მობილურები

საუკეთესო სმარტფონი, რომლის შეძენაც 2021 წლის გაზაფხულზე ნამდვილად ღირს

ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი სანდო სმარტფონია, სადაც არ უნდა წავიდეთ, ყოველთვის დისკომფორტს ვიგრძნობთ თუ ჯიბეში ტელეფონი არ გვექნება. დილით ადრე ადგომა, ღამით გვიან დაძინება და ზოგჯერ ღამის თენებაც კი ჩვენი უერთგულესი „თანაშემწის“ დამსახურებაა. დღეს უამრავი სახის მოდელი არსებობს, რომელიც სრულად ერთგება ჩვენს მოთხოვნებს და გვიმაყოფილებს მოლოდინებს. დეველოპერები ითვალისწინებენ მომხმარებელთა გამოცდილებას და მუდმივად ცდილობენ განახლებას, რათა ჩვენი ტელეფონთან ურთიერთობა ოპტიმიზირებული იყოს. ამასთანავე, ხშირად რთულია ავირჩიოთ ჩვენზე მორგებული სმარტფონი, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით და პრიორიტეტებს სხვადასხვა დეტალებს ვანიჭებთ. შეიძლება შენს მეგობარს ტელეფონში მისი სუპერ მაგარი კამერა აინტერესებდეს, როცა შენ გეიმინგისთვის ეძებ სასურველს, შენი მშობლებისთვის კი მარტივი ფუნქციონალი იყოს პრიორიტეტი.

დღეს, ისე როგორც არასდროს, ტექნოლოგია ელვის სისწრაფით ვითარდება და კომპანიებს ერთმანეთში გაცხარებული კონკურენცია აქვთ, საბოლოოდ კი გამარჯვებული სწორედ ის რჩება, ვინც ყველაზე მეტად ითვალისწინებს ჩვენს სურვილებს. აქედან გამომდინარე, ბაზარზე ისეთი მობილური შეიძლება აღმოაჩინოთ, 5 წლის წინ მხოლოდ წარმოდგენა რომ შეგვეძლო. სტატიაში გაგაცნობთ 2021 წლის გაზაფხულისთვის საუკეთესო სმარტფონებს, რომლის შეძენითაც ნამდვილად არ ინანებთ.

SAMSUNG GALAXY S21 ULTRA

სამსუნგის ფლაგმანის უახლოესი მოდელი სულ ახლახანს გამოვიდა და უკვე მოასწრო უდიდესი ყურადღების მიპყრობა. ტელეფონის ელემენტის მოცულობა შეადგენს 5000 mAh-ს და შეუძლია 15 საათი გაძლოს. მთავარი კამერა 120 პიქსელიანია, რაც სამსუნგის Dynamic AMOLED 2X დისპლეისთან ერთად ნამდვილად მონუსხავს ნებისმიერს

iPhone 12 Pro Max

ეფლის 2020 წლის სექტემბერში გამოშვებული მოდელი დღესაც საუკეთესოა და უამრავი ადამიანის მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. პირველი შესამჩნევი დეტალი მისი ვიზუალია, რასაც ასე ძალიან ელოდა ყველა - Iphone 4 და Iphone 5-ის რეკორდული პოპულარობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ მისი დიზაინი იყო, რაც ამჯერად გაითვალისწინეს და მაქსიმალურად მიამსგავსეს მას. ამასთანავე, მობილური გამოირჩევა ელემენტის ტევადობით და შეუძლია 15 საათი გაძლოს.

Google Pixel 4A

სმარტფონი 2020 წლის აგვისტოში გამოვიდა და საუკეთესოა ბიუჯეტურ სმარტფონებს შორის. ტელეფონში ჩაშენებული 12.2 მეგაპიქსელის კამერა ულტრა მაღალი ხარისხის სურათებისა და 4K ვიდეოს გადაღების საშუალებას იძლევა. ელემენტის მოცულობა აქვს 3140 mAh და შეუძლია მთელი დღის განმავლობაში აქტიურად იმუშაოს.

Xiaomi Redmi Note 10 Pro

აღნიშნული მობილური ჯერ არ გამოსულა, თუმცა 2021 წლის მარტში უკვე ხელმისაწვდომი იქნება, ამიტომ გადავწყვიტეთ სიაში შეყვანა, რადგან მომხმარებელთა მოლოდინი და წინასწარ შეფასებები საკმაოდ კარგია. Redmi Note 10 Pro აღჭურვილი იქნება 4 კამერით, სადაც მთავარი კამერა 108 მეგაპიქსელიანი იქნება, სელფის კამერა კი 16 მეგაპიქსელითაა წარმოდგენილი. ელემენტის მოცულობა კი 5020 mAh-ია, რაც საკმაოდ ნორმალური მახასიათებელია.

ჩამოთვლილი სმარტფონები 2021 წლის გაზაფხულისთვის სწორედ ის მოდელებია, რომლის შეძენაც ნამდვილად ღირს. წინ კიდევ უამრავი სიახლე გველოდება, ვინაიდან მწარმოაბლები კვარტლის მიხედვით უშვებენ საკუთარ სმარტფონებს და მოსალოდნელიც კი რამდენიმე თვეში აღნშინული სია თუ შეიცვლება, ამიტომ დაველოდოთ იმ სიახლეებს, რასაც დეველოპერები გვპირდებიან.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics