|
2021-03-09 12:18:14, 575 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - კანონმდებლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ შემოტანის საკითხი განვიხილოთ
„კანონმდებლობა გვაძლევს იმის საშუალებას რომ ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ შემოტანის საკითხი განვიხილოთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქინცების შემოტანის გარდა, „სინოფარმის“ „სინოვაკისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. „ამ კვირაში იქნება მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ გახსნების პირველი ეტაპი. ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმწოდებელთან გრძელდება მოლაპარაკებები, „კოვაქსის“ პლატფორმით, როგორც უკვე დაანონსებული იყო, 22 მარტის კვირაში ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას და ასევე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც ამავე პერიოდშია მოსალოდნელი, რომ ქვეყანაში შემოვიდეს. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ. ეს არის ის ინფორმაცია რასაც კოვაქსი გვიდასტურებს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიასთან ბილატერალური შეთანხმებების გაფორმებისთვის, მათ შორის გახლავთ „მოდერნა“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“. მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინები განიხილება, განსაკუთრებით „სინოფარმი“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის და მარტის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ მიიღონ ავტორიზაცია. „სინოფარმი“ უკვე აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. რეალურად ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ მოკლე ხანში კონკრეტული ციფრი გვექნება, რომელი მწარმოებლიდან რა რაოდენობის ვაქცინის მიღებაა შესაძლებელი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)