2021-03-08 16:39:59, 1471 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 114 ქვეყანაში მიმდინარეობს
Bloomberg-ის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 114 ქვეყანაში მიმდინარეობს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 304 მილიონზე მეტი ადამიანმა ჩაიტარა.
როგორც Bloomberg იუწყება, ვაქცინაცია მსოფლიოში ყოველ 24 საათში 7.9 მილიონამდე ადამიანს უტარდება.
გარდა ამისა მსოფლიოში ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ადამიანი აცრილია ისრაელში. ქვეყანაში მოსახლეობის 41%-მა ვაქცინის ორივე დოზა ჩაიტარა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან