05:16 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 14:27:37, 561 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალადობას და ამაზე აღშფოთებულ „ნაცმოძრაობას“ საზოგადოება არ იჯერებს

„ქართული ოცნების“ ლიდერების ძალადობას და ამაზე აღშფოთებულ „ნაცმოძრაობას“ საზოგადოება არ იჯერებს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ფარულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფარული აუდიოჩანაწერებით აღშფოთდნენ ის ადამიანები, რომლებმაც მოახდინეს მაათი დამზადება, ფაბრიკაცია და დამონტაჟება.

„კონკრეტული პატარა საბაბების მოფიქრება, კონკრეტულ პერსონებზე გადასვლა, ამისათვის იყო ეს „პიარკამპანიაც“ რომლითაც უნდა აღშფოთებულიყო ქართული საზოგადოება და აღშფოთდნენ ისევ ისინი, ვინც ფაბრიკაცია მოახდინა, ჩაიწერა თავის დროზე, დაამზადა, დაამონტაჟა და ვინც ეს სიცრუე გამოიგონა. არ აღშფოთდა ეს ხალხი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ იჯერებენ ადამაინები იმას, რაც არ არის დასაჯერებელი. „ქართული ოცნების’ ლიდერების ძალადობას და ამაზე აღშფოთებულ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ქართული საზოგადოება არ იჯერებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics