|
2021-03-06 11:08:24, 621 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო/ოდირი - საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას ყველა კერძო მაუწყებელი მიკერძოებული იყო
მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია პოლარიზებული იყო პოლიტიკური ხაზისა და ბიზნეს ინტერესების შესაბამისად, - ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, ყველა კერძო მაუწყებელი აშკარად მიკერძოებული იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. „კერძო მაუწყებლების მიკერძოებულმა სარედაქციო გაშუქებამ, მმართველ პარტიასა და მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატების არარსებობამ, კამპანიის გაშუქების კონფრონტაციულმა ტონმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. უფრო მეტიც, ნამდვილი საგამოძიებო პროგრამებისა და ანალიტიკური რეპორტაჟების არარსებობის გამო, კამპანიის გაშუქება ზოგჯერ შემოიფარგლებოდა ყოველდღიური კამპანიის საქმიანობის გაშუქებით და ძირითადი პოლიტიკური პარტიების მიერ გამოთქმული ბრალდებებით“,- აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობდნენ დაძაბულ გარემოში, მაგალითად, საპროტესტო მიტინგების გაშუქების დროს, ზოგჯერ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის სამიზნე გახდნენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონალური მედიის სარეკლამო ბაზარი კვლავ განუვითარებელია, რაც მნიშვნელოვნად აისახება წარმოების შესაძლებლობებსა და პროგრამების ხარისხზე. მრავალი რეგიონალური და ადგილობრივი მედია ადგილობრივი ხელისუფლების ან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერას ეყრდნობა. დონორების დახმარების შედეგად, ზოგიერთმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ ძირითადი რეგიონალური ღონისძიებები ეროვნული უმცირესობების ენებზე გააშუქა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)