|
2021-03-05 16:49:35, 534 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: მზად ვართ, „ზემო ნამახვანის“ შესწავლაში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა, მათთვის სანდო ექსპერტების დონეზე უზრუნველვყოთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „ნამახვანი ჰესის" პროექტზე მუშაობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ცაგერში იმყოფებიან და ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავენ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეიძლება მოხდეს გარკვეული საკითხების გათვალისწინება და კორექტირება, თუ ისინი რეალურ პრობლემებზე იქნება დამყარებული. „ეს უნდა იყოს რეალურ საფუძვლებზე დამყარებული საკითხები და არა, დავუშვათ, იმ არასწორ ინფორმაციაზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს და მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში. ამიტომ დღეს აქაც განვაცხადეთ, რომ მთელი რიგი საკითხები შეიძლება იყოს გათვალისწინებული. ჩვენ პირობა მივეცით, რომ პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნება პროექტში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა მათთვის სანდო ექსპერტების მიერ „ზემო ნამახვანის" პროექტირება/შესწავლაში, რადგან „ზემო ნამახვანზე" ნებართვა ჯერჯერობით გაცემული არის, კვლევები ახლა მიმდინარეობს და არის კარგი მომენტი, რომ ჩვენ თუკი რაიმე კომუნიკაციაში დავაკელით „ქვემო ნამახვანის" პროექტს, ახლა ეს პრობლემა სხვაგვარად გადავწყვიტოთ და ამ კვლევებში მაქსიმალურად ჩავრთოთ დაინტერესებული მოსახლეობა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)