2021-03-05 16:09:33, 626 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე სასამართლო განაჩენს 9 მარტს გამოაცხადებს
„ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე სასამართლო განაჩენს 9 მარტს 15:00 საათზე გამოაცხადებს.
განაჩენს მოსამართლე ბიძინა სტურუა გამოიტანს. არსებული ინფორმაციით, სასამართლო სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი საქმეზე სასამართლო განხილვა 2 მარტს დასრულდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან