18:39 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 14:13:26, 439 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური: ქვეყნის მასშტაბით არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების მოწყობა გაგრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში განხორციელებულ პროექტებზე.

„2020 წელს ავჭალაში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი  საცხოვრებელი სივრცე, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, იზოლატორები აღჭურვილია თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკით და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 30 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი უკვე 23-ში ფუნქციონირებს. პუნქტების რაოდენობის გაზრდა წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა  დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგისა და სამედიცინო შემოწმების  ჩატარების ინსტრუქციის შესახებაც ისაუბრა.

“გასულ წელს, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, შემუშავდა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის ჩატარების ინსტრუქცია.  სამედიცინო შემოწმების კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და ერთიანი სტანდარტების დანერგვის მიზნით, 2020 წლის დასაწყისში დამტკიცდა სამედიცინო შემოწმების ჩატარების დეტალური ინსტრუქცია“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, 2020 წლის 26 მარტიდან, COVID-19-ის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით,  იზოლატორში მოთავსებული პირების სასამართლო პროცესების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება დაიწყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics