2021-03-04 21:58:53, 1476 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 175 ადამიანს ჩაუტარდა, ამ დროისთვის კი 52 აქტიური კოვიდინფიცირებული პაციენტია. აქედან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში 12 931 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 203 გარდაიცვალა, ხოლო 12 390 გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,